02/05/2024
Latest:
პოლიტიკასაზოგადოება

EU-ს 12 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულია მხოლოდ 1 – სტატუსმეტრი

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან სრულად არის შესრულებული მხოლოდ ერთი პირობა, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულ გათვალისწინებას გულისხმობს.

სტატუსმეტრის ანგარიშის მიხედვით:

  • შესასრულებელია – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია.
  • მეტწილად შესრულდა – ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა;
  • ნაწილობრივ შესრულდა – საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო, ანტიკორუფციული ზომები, მედია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მოწყვლადი ჯგუფები, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი;

ღია საზოგადოების ფონდის ლიდერობით, 9 საზოგადოებრივი ორგანიზაცია რეგულარულად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობას. მათ მოამზადეს რიგით მეხუთე შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს. ამასთან, დოკუმენტი გაგვაცნობს იმ ნაბიჯებს, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

„სტატუსმესტრის წინა ანგარიშებმაც ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ ზეპირ შუალედურ შეფასებასთან.

პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით. პირველ კონტექსტში, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, მეორე მხრივ კი, რიგი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა…

ფაქტობრივად, ორი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს,” – წერია ორგანიზაციების განცხადებაში.

კომენტარის დატოვება