02/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ევრო 2016”-ის ლიდერი ფანკლუბი იტალია იქნება

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. ბოლო წლების მსგავსად, წელსაც იგეგმება დედაქალაქში სხვადასხვა ქვეყნის ფანკლუბის გახსნა. იტალიის ქომაგები ტრადიციულად გამორჩეულები იქნებიან. წინა ჩემპიონატების მსგავსად სკუადრა აძურას,  ფანკლუბს ორგანიზებას იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბი უწევს.

შთამბეჭდავია იმ ღონისძიებების, აქტივობების და სპონსორების სია, რომელსაც ქომაგებმა მოუყარეს თავი.  გენერალური სპონსორი ტოტალიზატორი Betmaximum-ია, რომელმაც უკვე გაალამაზა მასპინძელი რესტორნის, თეთრი სახლის ექსტერიერიც და ინტერიერიც. დარბაზი გათვლილია 800 გულშემატკივარზე, ასე რომ ფანკლუბს სტუმრების მიღების პრობლემა არ ექნება. ტოტალიზატორს აქვს დაწესებული ათეულობით პრიზი და უამრავი გათამაშება. გენერალური სპონსორისგან ტიფოზები უფასოდ მიიღებენ მაისურს და საგულშემატკივრო ატრიბუტიკას, იგეგმება მსვლელობების ორგანიზება ქალაქში.

შეგახსენებთ რომ, ევროპის ჩემპიონატი სტარტს 10 ივნისს აიღებს. ხოლო იტალიის ნაკრები პირველ მატჩს 13 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე,  ბელგიის ნაკრებთან გამართავს.

მეორე მატჩი, 17 ივნისს, 17:00 საათზე, შევედეთის ნაკრებთან გაიმართება, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა, 22 ივნისს, 23:00 საათზე ირლანდიის ნაკრებთან.

გენერალური სპონსორი: ტოტალიზატორი Betmaximum

 

სპონსორები:

იტალიური ავეჯის სახლი „ვერონა“,

იტალიური კაფელის მაღაზია KAFELINI,

ოპტიკური სალონების ქსელი „რონიკო“,

ავტომობილების გაქირავების კომპანია GSS CAR RENTAL,

ტურისტული კომპანია Citysightseeing,

სპორტული ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია – www.mantis.ge

 

მედია პარტნიორები:

www.juventus.ge, რადიო კომერსანტი, გაზეთი ბანკები და ფინანსები, www.ipress.ge, გაზეთი Caucasus Business Week, www.bpi.ge, www.sportline.ge, www. Fanpage.ge, frontnews.ge, www.mediamall.ge. www.kvira.ge