“N1 მიზეზი, თუ რატომ მჯერა ივანიშვილის და რატომ გაიმარჯვებს კვირიკაშვილი”
ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ახალი ხელისუფლების მიერ ბიზნესის რეკეტისგან გათავისუფლებაზე წერს. “ბანკები და ფინანსები” უცვლელად გთავაზობთ პოსტს:
“N1 მიზეზი, თუ რატომ მჯერა ივანიშვილის და რატომ გაიმარჯვებს კვირიკაშვილი.
მსოფლიო ბანკის კვლევა ამოწმებს: ახალმა ხელისუფლებამ ბიზნესის რეკეტი 98%-ით(!) დაამარცხა.
კვლევის მიხედვით, 2008 -2012 წლებში საქართველოში ბიზნესის რეკეტი და კორუფცია 2005 წლის (!!!!!) დონეზე უარესი იყო.
მსოფლიო ბანკის მიერ წარმოებულმა, მსოფლიო მთავრობათა შეფასების ყველაზე მაშტაბურმა პროექტმა Worldwide Governance Indicators (WGI) გამოაქვეყნა Business Environment and Enterprise Performance Survey-ის (BPS) კვლევის შედეგები. სადაც საქართველომ კორუფციის დაძლევის კუთხით შესანისნავი რეზულტატი აჩვენა და 100%-ანი შკალიდან 98%-ი აიღო.
შეფასების კრიტერიუმები:
ა) რამდენად ხშირად უწევთ ფირმებს არალეგალური გადასახადების გადახდა რაიმეს გასაკეთებლად?
ბ) მთლიანი გაყიდვებიდან გარკვეულ პროცენტს ხომ არ უხდიან ფირმები საჯარო მოხელეებს არაოფიციალური გადასახადების (ქრთამის) სახით?
გ) რამდენად ხშირად იხდიან ფირმები დამატებით გადასახადებს საგადასახადოსთან, საბაჟოსთან და სასამართლოსთან კავშირისას?
დ) რამდენად პრობლემატურია კორუფცია ბიზნესის გაზრდისათვის (განვითარებისათვის)
BPS -ის შეფასებით საქართველოში კორუფციის კონტროლის დონე 98,0%-ს უტოლდება. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით არ შეცვლილა, თუმცა 2012 წელთან შედარებით (ისევე როგორც 2008, 2009, 2010 და 2011 წლებთან შედარებით) მკვეთრადაა გაზრდილი.
კვლევის მიხედვით, 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საქართველოში კორუფციის კონტროლი იმდენად დაქვეითებული იყო, რომ იგი 2005 წლის (!!!!!) დონესაც ვერ აღწევდა” – წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დუნდუა და იქვე წყაროს უთითებს.
წყარო:
http://info.worldbank.org/governance/wgi/index.aspx…
http://www.worldbank.org/eca/governance