ეკონომიკა

ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა ერთ წელში 11%-ით გაიზარდა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-მარტში ევროკავშირის ქვეყნებთან 712 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია.

ევროკავშირთან ექსპორტმა 111 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 35%-ით არის შემცირებული, იმპორტი კი 28%-ით გაიზარდა და 601 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 33% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25% და იმპორტში 35%. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 39%.