იდეები, რომლებმაც მილიონი დოლარი გამოიმუშავეს
გთავაზობთ იდეებს, რომლის მეშვეობითაც წარმატებულმა ადამიანებმა პირველი მილიონი გამოიმუშავეს
1 ადგილი: მიშელ ფერერო და ოჯახი. ევროპა. $10 მლრდ.
ჩანაფიქრი: — შოკოლადის კარაქის დამზადება ბუტერბროდისა და ტოსტისათვის, მისი ყოველდღიურ მენიუში შესატანად.
2 ადგილი: ბრედ ჰიუზი. $5,3 მლრდ.
ჩანაფიქრი: — მგზავრების კომფორტისათვის მაგისტრალზე ავტომატური შემნახველი საკნების განთავსება.
3 ადგილი: რალფ ლაურენი. $5 მლრდ.
ჩანაფიქრი: — ჩვეულებრივ პოლოს მაისურზე ცხენის იარლიყის დაკრობა, შემდეგ მისი ფასის 50 $-მდე გაზრდა ბოლოს კი შემოსავლების მოგროვება.
4 ადგილი: ჯეფ ბიზოსი. $4.4 მლრდ.
ჩანაფიქრი: — მკითხველების გათავისუფლება წიგნების მაღაზიაში სიარულისაგან და რიგებისგან მათთვის სასურველი წიგნის საძიებლად. წიგნების რეალიზაცია ინტერნეტის საშუალებით
5 ადგილი: ტაი ვორნერი. $4,5 მლრდ.
ჩანაფიქრი: — სათამაშო დათვების წარმოება და გაყიდვა საყვარელი, თბილი სახელებით, ეს სათამაშოები გაყიდვისთანავე კოლექციონერების მოთხოვნად ეგზემპლარებს წარმოადგენდა.
6 ადგილი:კალეო იუვიდიხა, ტაილანდი.
ჩანაფიქრი: — სპორტსმენებისა და ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის ენერგეტიკული სასმელების წარმოება და გაყიდვა, რომელიც ძირითადად დამზადებულია შაქრისა და კოფეინისაგან.
7 ადგილი: მარიო მორეტი პოლიგატო. იტალია. $3 მლრდ.
ჩანაფიქრი: — ფეხსაცმლის წარმოება, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანების კატეგორიაზე ვისაც აწუხებს ფეხის ოფლიანობა. ფეხსაცმლის სტრუქტურა ხელს უწყობს თვიდან ააცილოს პატრონს უსიამოვნო სუნი.
8 ადგილი: ჯეიმს დაისონი. დიდი ბრიტანეთი. $1,6 მლრდ.
ჩანაფიქრი: — ძლიერი მტვერსასრუტის შექმნა, რომელსაც შეუძლია შეისრუტოს მტვერი 320 კმ/სთ სიჩქარით, ამგვარი გამოგონება უზრუნველყოფს ზედაპირიდან მტვრის იდეალურად მოცილებას.
9 ადგილი: ხანს და მოლ რაიგელები. $3 მლრდ.
ჩანაფიქრი: — განსხვავებული ფორმის საღეჭი რეზინის რეალიზაცია.
10 ადგილი: ჰოვარდ შულცი, $1.1 მლრდ.
ჩანაფიქრი: — ამერიკაში თითეულ კუთხეს უნდა გააჩნდეს საკუთარი ყავის ავტომატი.