ქალბატონ იელინის საჩუქარი ბარბარობას და ჩვენი ეროვნული ბანკის მზაკვრული წინსწრება
2015 წლის 17 დეკემბერს ამერიკის ღია ბაზრის ფედერალურმა კომიტეტმა (FOMC), თითქმის ათი წლის განმავლობაში პირველად, დოლარზე საპროცენტო განაკვეთი ასწია. ამ მოვლენას ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია სოციელური ქსელის საშუალებით. აღნიშნულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“საოცარია, როგორც იქნა ბარბარობაზე ქალბატონმა იელენმა(Yellen) რეფინანსირების პროცენტი აწია. შვიდი წელია შტატების ცენტრალური ბანკი ფაქტობრივად უფასო ფულით “ჭყიპავს ” ბაზარს. დაინგრა თეორიული პოსტულატები და კანონები, რომელსაც ასე რუდუნებით და მოწიწებით იცავდნენ ეკონომისტ-მეცნიერ—თეოლოგთა მთელი თაობები-ფულის რაოდენობა მეტისმეტად იზრდებოდა მაგრამ ინფალცია ვერ ხარობდა და ასე გაგრძელდა უსასრულოდ. დაინგრა ყველაფერი: სასაქონლო ბაზარი, განვითრებადი ეკონომიკები, ევროპაც გაჩერდა და შეფერხდა ჩინეთი . მხოლოდ შტატების ეკონომიკა და “ფედ”-ი ბერნ შალომ ბერნანკესთან და იელენთან ერთად იდგა ვით ღმერთთან და სიკვდილთან დ მებრძოლი …(იაკობი)
და აი დადგა ეს ჟამიც და რეფიანსირების პროცენტი გაზარდეს დღეს .მსოფლიო საფიანსო ბაზარი შობას ნადრევად ზეიმობს.
გასაკვირი ერთია მხოლოდ -საეჭვოდ დაემთხვა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომელიც სულ რამოდენიმე საათით უსწრებდა მათი კოლეგების გადაწყვეტილებას !
ნუთუ ეს უბრალო დამთხვევაა, თუ მზაკვრული წინასწარ განწვრეტილი საიდუმლო ტაქტიკა? იცოდა რა იელენის გადაწყვეტიელბა წინასწარ , ჩვენმა ეროვნულმა ბანკამ დაასწრო-ნთელია დოლარი დასუსტდება და შეიცვლება ლარი/ დოალრი ს გაცვილითი კურსი ,მაგრამ როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ბრძანა – იელენის ეს ნაბიჯი, როგორც დანარჩენი სხვა, მაგალითად ინფალცის ასე მყისეული ზრდა ორი წლის გეგმის ორ თვეში შესრულება, ვალატიურობის არნახული დონე და ასე შემდეგ… ეროვნულ ბანკს “იმ გეპში “უკვე აქვს წინსწრებით გათვალისწინებული. ბაზარი არააა!(ასე განაცხადა 2 დღის წინ ტევეში მისმა უცვლელმა უფროსმა)
როდის არ გაუთვალისწინებია, როდის არ შეხვედრია მოვლენებს მომზადებულ;ი ?! ასე რომ არ იდარდოთ! შეუერთდით საერთო მხიარულებას შტატებში პირველი ინასტანციის კრედიტზე პროცენტის აწევასთან დაკავშრებით და არაფერზე არ იდარდოთ, ხომ იცით რომ ეროვნული ბანკი ყვეალფერს წიანსწარ “დო .. ..”ითვალისწინებს, ზუსტად ისე როგორც სომხებმა(ანეგდოტის მიხედვით) ქრისტიანობა “დო ნაშე ერი” მიიღეს
ბარბარობას გილოცავთ, მშვენიერი საჩუქარი გაგვიკეთა იელენმა, ქალია მაინც და სოლიდარობა მუშაობს”