27/04/2024
Latest:
მსოფლიო

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში €1,5 მილიარდი გამოყო

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში დამატებით 1.5 მილიარდი ევრო გამოყო – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე ავრცელებს.

„მკაცრად ვგმობ რუსეთის ქმედებებს უკრაინის მარცვლეულის შესანახ და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე. სანამ რუსეთი აგრძელებს თავის დაუნდობელ ომს, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. დღეს ჩვენ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში 1,5 მილიარდ ევროს გამოვყოფთ“ – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

კომენტარის დატოვება