FACEBOOK-ის მომხმარებლები 360-გრადუსიანი ფოტოების განთავსებას შეძლებენ
უახლოესი დღეების განმავლობაში, სოციალური ქსელის Facebook მომხმარებლები 360-გრადუსიანი ფოტოების ატვირთვასა და განთავსებას შეძლებენ, – ღნიშნულის შესახებ The Verge წერს.
ახალი ფუნქცია, სოციალური ქსელის მომხმარებლებს ფოტოს სფერული კამერით გადაღების , ხოლო ჭკვიანი ტელეფონებით – პანორამული ფოტების გადაღების საშუალებას მისცემს.
2015 წლის სექტემბერში Facebook-მა უკვე მოახერხა 360-გრადუსიანი ვიდეოების რეალიზება. სფერული და პანორამული ფოტოების დათვალიერება, მომხმარებლებს, სოციალური ქსელის სიახლეების ლენტაზე კურსორის ფოტოზე მიტანითა და მოძრაობით შეეძლებათ. ჭკვიანი ტელეფონით კი იგივე ქმედება ტელეფონის შესაბამისი კუთხით დახრით იქნება შესაძლებელი.
მთლიანობაში, კორპორაცია Facebook-ს სურს, რომ მომხმარებლებმა რაც შეიძელბა მეტი მულტიმედიური სახის კონტენტი განათავსონ ქსელში.
ipress.ge