Facebook-მა ახალი ღილაკი შემოიღო
Facebook-ს ყველა მომხმარებლისთვის ახალი ღილაკი, „შენახვა“ შემოაქვს. ამის შესახებ ცნობილი გახდა Facebook-ის კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაა F8.
ღილაკის საშუალებით შესაძლებელი იქნება საინტერესო სტატიების, ვიდეოს და პროდუქტების განთავსება სპეციალურ საქაღალდეშიFacebook-ში, რათა შემდეგ უფრო დეტალური გაცნობა გახდეს შესაძლებელი.
კიდევ სიახლეა, რომ ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ახალი ინსტრუმენტი – Quote Sharing, რომელიც ონლაინ კონტენტის გაზიარების უფრო ხელსაყრელი მეთოდია.