27/04/2024
Latest:
მსოფლიო

“დოიჩე ბანკი” 10 ქვეყანაში ფილიალებს დახურავს და სამუშაო პერსონალს 9,000-ით შეამცირებს

“დოიჩე ბანკის” დირექტორის განცხადების მიხედვით, ბანკი 10 ქვეყანაში ფილიალებს დახურავს, რის შედეგადაც სამუშაო კონტიგენტიდან 9,000 თანამშრომელს გაათავისუფლებს, – აღნიშნულის შესახებ Financial Times-ი წერს.

“დოიჩე ბანკი” ფილიალებს დახურავს დანიაში, ფინეთში, ნორვეგიაში, მალტაში, ახალ ზელანდიაში, არგენტინაში, ჩილეში, პერუში, მექსიკასა და ურუგვაიში. აგრეთვე, ბანკი სავაჭრო ოპერაციებს ბრაზილიიდან სხვა “გლობალურ და რეგიონულ ცენტრებში გადაიტანს”.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანკს თავის საერთაშორისო და საინვესტიციო განყოფილებებში, კლიენტების რაოდენობის 2-ჯერ შემცირება სურს. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით შეეხება “ისეთ ქვეყნებს, სადაც სამუშაო გარიგებების გაფორმება დიდ რისკს უკავშირდება”.

ფილიალების დახურვისა და სამუშაო პერსონალის შემცირების გარდა, ბანკი შვილობილ კომპანია Postbank-ის გაყიდვას აპირებს, სადაც 15,000 ადამიანია დასაქმებული.

“დოიჩე ბანკის” სუფთა დანაკარგმა, მესამე კვარტალში 6 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო გასულ წელს, 92 მილიონი ევრო. შესაბამისად, ბანკის წლიური მოგების მაჩვენებლი 7 პროცენტით – 7,33 მილიარდ ევრომდე დაეცა.