04/05/2024
Latest:
საზოგადოება

ფასიანი პროგნოზები – ფულის კეთების ახალი გზა თუ მორიგი მაქინაცია

აზარტის მსხვერპლი, მოტყუებული და ორმაგად წაგებული მომხმარებელი

სამორინეებსა თუ ტოტალიზატორებში ფულის კეთების მსურველთა რაოდენობა დიდია. აზარტულ თამაშებზე, როგორც მავნე ჩვევაზე , ბევრი თქმულა, დაწერილა და უამრავლი ნათელი მაგალითიც არსებობს. გემბლინგით შეპყრობილი ადამიანების რიცხვი დღითიდღე მატულობს და ეს იმის ფონზე, რომ საკმაოდ ხელმისაწვდომია დღევანდელ ონლაინსივრცეში აზარტულ თამაშებზე წვდომა. ონლაინ თამაშები არის ადგილი სადაც ვერ კონტროლდება +18 და +21 შეზღუდვები.სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერ მოზარდს შეუძლია ითამაშოს და გახდეს ამ სამყაროზე დამოკიდებული პიროვნება.ლომბარდები ,ონლაინ სესხები და სხვა დაწესებულები სადაც ფულზე ადვილი წვდომაა დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორებია ყოველივე ამისა.

ამ შემთხვევაში ყურადღება მინდა გავამახვილო ქართულ რეალობაში ახლად გამოჩენილი ფასიანი პროგნოზების საიტებზე და ონლაინ გვერდებზე.

არც ისე დიდი ხანია რაც ქართული აზარტული სამყაროს სივრცეში გამოჩნდა ისეთი ნოუ ჰაუ რასაც ფასიანი პროგნოზები ჰქვია. სოციალურ ქსელებში არსებობს გვერდები რომლებიც პროგნოზებით ვაჭრობენ. ეს გვერდები გამოდიან, როგორც პირადი სახელი და გვარით, ასევე რაიმე სათაურით რაც ჰქვია კონკრეტულ გვერდს. გვერდები მომხმარებელს სთავაზობენ კოეფიციენტების საერთო ჯამს გარკვეული თანხის სანაცვალოდ, რის შემდგომაც მყიდველი აკეთებს ფსონს ნაყიდ კოეფიციენტებზე, იმის იმედად რომ მოიგებს. რაც უფრო მაღალ კოეფიციენტს გვთავაზობს გვერდი მით მეტია მის შესაძენად განსაზღვრული თანხა და პირიქით, რაც ნაკლებია კოეფიციენტების საერთო ჯამი მით ნაკლებია თანხა. დამაჯერებლობისთვის და უდავო ნდობისთვის, ეს გვერდები ნაყიდი კოეფიციენტების არ გამართლების შემთხვევაში მომხმარებელს სთავაზობენ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფასო პროგნოზების მოცემას. თუმცა, რამდენად რეალურია ესეთი ფორმით მოგების პერსპექტივა და რატომ უნდა ვენდოთ მსგავს გვერდებს ეს თავად განსაჯეთ. საზოგადოების მოტყუების მიზნით აღნიშნული გვერდები ხშირად აქვეყნებენ წინა დღით ,,მოგებული“ ბილეთის ფოტოებს, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, თუმცა, ფოტოშოპის განვითარების პირობებში საკმაოდ რთულია გაარჩიო ყალბი და ნამდვილი ბილეთის ფოტო. შეიძლება სადღაც არსებობს კიდეც რამოდენიმე ისეთი საიტი, რომელსაც ჰყავს მადლიერი კლიენტი, თუმცა დამერწმუნეთ ასეთი იშვიათად თუ მოიძებნება. პირადად ვიცნობ ადამიანთა საკმაოდ დიდ რაოდენობას, რომლებმაც აღნიშნული გზით იყიდეს კოეფიციენტები და საბოლოო ჯამში აღმოჩნდნენ ორმაგად წაგებულები. გვერდის დაპირება კი ფულის დაბრუნებაზე დაპირებათვე დარჩა.

საინტერესოა როგორ უნდა მოიქცეს წაგებული ადამიანი, რა ხერხს უნდა მიმართოს, მაშინ როცა საქმე აქვს ელექტრონულ გვერდთან, რომელიც არ არის არსად რეგისტრირებული (ვერც უჩივლებ, ვინაიდან კანონმდებლობით არ არის ვალდებული). პასუხი მარტივია, კოეფიციენტების მყიდველი მოტყუვდა, გამყიდველმა კი იხეირა. შესაბამისად სოციალურ ქსელში დაწყებული გარიგება იქვე მთავრდება ლანძღვითა და სხვა „საქებარი“ სიტყვებით.

ბაჩო ჯინჭარაძე