საზოგადოება

ფეისბუქმა ქობულეთი თურქეთის ტერიტორიად გამოაცხადა

ფეისბუქმა “ქობულეთი” ჩურუქსუდ გადანათლა და თურქულ ქალაქად გამოაცხადა.

ფეისბუქის მომხმარებელი, ჟურნალისტი ბაჩო ჯინჭარაძე თავის ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

“ჩემი და ჩემი ქობულეთელი მეგობრების გასაჯაროებულ მონაცემებში გვეწერა – ქობულეთი, აჭარადან. ბოლო დღეებში დავაფიქსირეთ, რომ ყველას მონაცემებში ქობულეთი, აჭარა შეცვლილია “ჩურუქსუ”–თი, რასაც თურქები ეძახდნენ აჭარის სამ საუკუნოვანი ოკუპაციის პერიოდში ქობულეთს და თარგმანი ნიშნავს “მყრალ წყალს” – ჩოლოქთან შესართავში დაჭაობებული ადგილების გამო.

თუ თურქული აბრევიატურით ჩურუქსუ – ქობულეთს დაკლიკავთ მოხვდებით ვებ-გვერდზე იმავე სახელწოდებით, სადაც ქობულეთი მოხსენიებულია, როგორც – ჩურუქსუ, კონიას პროვინცია, თურქეთი.

ფეისბუქ ადმინისტრაცია, რამე ხომ არ გეშლებათ? გთხოვთ, გააკეთოთ განმარტება და გაასწოროთ ეს ლაფსუსი. იქნებ არა მხოლოდ ლაფსუსი და ამის უკან უფრო მეტიც, პროვოკაციაა. იმედია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში თურქეთის საელჩო ამ მიუღებელ ლაფსუსს დროულად აღმოფხვრის” – წერს ჯინჭარაძე.