09/05/2024
Latest:
მსოფლიო

Fitch-მა უკრაინას რეიტინგი გაუუარესა

Fitch-მა უკრაინის გრძელვადიანი და მოკლევადიანი  რეიტინგები “RD” (შეზღუდული დეფოლტი) და “С”-მდე შეამცირა.

სააგენტომ განაცხადა, რომ რეიტინგი უცხოურ ვალუტაში შეამცირა იმიტომ, რომ უკრიანამ 10-დღიან შეღავათიან პერიოდში ვერ დაფარა $500 მლნ-ის ბონდების ღირებულება, რომელთა დაფარვის ვადა 23 სექტემბერს ამოიწურა.

აგვისტოს ბოლოს უკრაინა მოელაპარაკა კრედიტორებს $18-მილიარდიანი ვალის რესრექტურიზაციის შესახებ, რის შემდეგაც გადახდები შეაჩერა და შეთანხმებების იურიდიულად გაფორმების პროცედურებს აწარმოებს.

უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ძველი ვალების ახალ ვალდებულებებში გაცვლას 27 ოქტომბერს აპირებს.

Fitch-მა განაცხადა, რომ რეიტინგს გადახედავს მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ვალის რესტრუქტურიზაცია წარმატებით დასრულდა.