18/05/2024
Latest:
მსოფლიო

კრედიტორებმა უკრაინას ვალის 20% ჩამოაწერეს

ხუთ თვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. კრედიტორები თანახმანი არიან უკრაინას ვალის 20% ჩამოაწერონ. როგორც უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, ნატალია იარესკომ განაცხადა, უცხოელი კრედიტორები, მათ შორის ამერიკული Franklin Templeton თანახმა კიევს ვალის 20 % ეპატიოს, ხოლო დარჩენილი დავალიანება 2019 წლის ბოლომდე დაიფაროს.

შეთანხმების მიხედვით, კიევს 19,3 მილიარდი დოლარიდან, 3,8 მილიარდი ჩამოეწერა.

„ეს იყო ხუთ თვიანი მოლაპარაკებების ძალიან რთული პროცესი,იმედია უკრაინის ბაზარს ამ სასიხარულო ინფორმაციაზე შესაბამისი რეაქცია ექნება“

 

–ციტირებს უკრაინის ფინანსთა მინისტრის სიტყვებს Bloomberg –ი . ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება საშუალებას აძლევს უკრაინას თავი დააღწიოს დეფოლტს და სექტემბრიდან ვალის გასტუმრება დაიწყოს.