საზოგადოება

განმუხურში “ფონდი ქართუ” ბოტანიკურ ბაღს გააშენებს

განმუხურში “ფონდი ქართუ” ბოტანიკურ ბაღს გააშენებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე ნებართვის გაცემის საკითხს უყარა კენჭი. ასევე, შეიქმნა მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – “განმუხურის ბოტანიკური ბაღი”.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა გოგიამ განაცხადა: “იმ ადგილზე არის ჭაობი. პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა, რა ვადებში მოხდება ბაღის გაშენება და როგორი იქნება დაფინასება პროექტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი”.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, დამატებითი ქონების სახით გადაეცა.