მსოფლიო

Pokemon Go-ს შემქმნელებს სასამართლოში უჩივიან

სმარტფონების პროგრამა Pokemon Go-ს შემქმნელებს სასამართლოში უჩივიან. სარჩელი მოთამაშეთა მხრიდან, კერძო საკუთრებაზე შეჭრის მცდელობას ეხება.

აშშ-ს ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, თამაშის გააქტიურების შემდეგ, ყველაზე ცოტა ხუთმა ადამიანმა სცადა, მისი სახლის უკანა ეზოში შეღწევა.

სასამართლოში სარჩელი Niantic Inc., Nintendo-სა და Pokemon Company-ს წინააღმდეგ არის შეტანილი.

როგორც სარჩელშია აღნიშნული, „კომპანიებმა უხეშად უგულვებელყვეს მესაკუთრეთა უფლებები, როდესაც პოკემონები მათი თანხმობის გარეშე მათსავე საკუთარ ტერიტორიებზე განათავსეს“.

იაპონიაში ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალური პარკის ხელმძღვანელობამ მოითხოვა, რომ აღნიშნული ტერიტორია ამოღებული იყოს თამაშიდან.

აშშ-ში, ჰოლოკოსტის მემორიალურ მუზეუმში ხალხს მოუწოდებენ, მუზეუმში ყოფნისას Pokemon Go-ს თამაშისგან თავი შეიკავონ.

ასევე აკრძალულია თამაში ოსვენციმის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე, სადაც ნაცისტებმა ათასობით ადამიანი მოკლეს.

Pokemon Go მობილური თამაშია რეალობის ელემენტებით. თამაშის მიზანია სხვდასხვა ლოკაციებში მითითებული “პოკემონების” პოვნა.

[wpolling id=”13″ width=”” height=””]

წყარო: 2030.news