სხვა

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. მან ფინალურ შეხვედრაში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა.

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატის 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

 

კომენტარის დატოვება