გერმან გრეფი: „კრიზისი ქვეყანაში ყოველთვის ცუდი მენეჯმენტის შედეგია”
კრიზისი ქვეყანაში ყოველთვის ცუდი მენეჯმენტის შედეგია – თვლის „სბერბანკის” პრეზიდენტი გერმან გრეფი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„რა თქმა უნდა, არსებობს გენეტიკური შემადგენელიც და გარე ფაქტორების – მაგალითად, ნავთობის გაიაფება. მაგრამ კოლეგებო, მოდით გულწრფელად ვკითხოთ საკუთარ თავს – ნუთუ ეს იყო ჩვენთვის მოულოდნელი?
რა თქმა უნდა, კრიზისი ყოველთვის ქმნის პრობლემებს კაპიტალთან დაკავშირებით, მოითხოვს შესაფერისი ინფრასტრუქტურის შექმნას. მაგრამ ამავე დროს, კრიზისი არის ძლიერი სტიმული მართვის და მენეჯმენტის წესები შესაცვლელად.
რა არის კარგი მენეჯერის მთავარი თვისება? მუდმივი და ყოველდღიური ცვლილებების განხორციელება.
ბევრს აწუხებს კითხვა – რა იქნება ჩვენს ეკონომიკაში – გაუმჯობესება თუ გაუარესება? ეს არის საკითხის ამერიკული დაყენება. თუ ავიღებთ აბსოლუტურ ციფრებს, მაშინ იქნება გაუარესება, რადგანაც მიმდინარეობს ვარდნა. თუ ავიღებთ შედარებით მაჩვენებელს – იქნება გაუმჯობესება, რადგანაც 2017 წელს ვარდნა იქნება ნაკლები.
საერთოდ, ეკონომიკური ზრდის ტემპები არის ეკონომიკური პოლიტიკის ავ-კარგიანიობის მთავარი მაჩვენებელი. თუ პოლიტიკა არ მოგწონთ, მაგრამ ზრდა შეადგენს 7-10%-ს – ე.ი. ის ეფექტურია. თუ არ მოგწონთ პოლიტიკა და არც ციფრებია შთამბეჭდავი – ე.ი არც პოლიტიკა ვარგა.
კარგი ამბავია ის, რომ რუსეთი უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია წარმატებისთვის აუცილებელი ყველა რესურსი. ცუდ მდგომარეობაში მყოფ ბევრ ქვეყანას არა აქვს საკმარისი რესურსი – არც ადამიანური და არც ფინანსური. რუსეთი კი – სრულიად თვითკმარია, და ჩვენ გვჭირდენა მხოლოდ ძალისხმევის გაერთიანება და შექმნილი სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავლის ძიება. თანაც, არც ტვინების პრობლემა გვაქვს – უფრო გვიჭირს ქმედებები.
მოდით, მოვიცილოთ ზედმეტი ბარიერები. დიდი ხანია საჭიროა მეწარმეების, მეცნიერების და ფინანსისტებისთვის რუსეთში ჩამოსვლის პროცედურების გამარტივება. ბოლო პერიოდში მე სულ უფრო ხშირად ვხვდები უცნაურ შეზღუდვებს. მაგალითად, განათლების სფეროში ბევრს ექნება პრობლემები უცხოეთში გამგზავრებასა თუ ამა თუ იმ თემაზე მოხსენებით გამოსვლასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა ქვეყანაში გახშირდა ამკრძალავი კანონების მიღება, თითქოს სადღაც ამუშავდა საკონტროლო-შემზღუდველი კანონების შექმნის გენერატორი. ალბათ, ვიღაცა თვლის, რომ ამის შედეგად ბაზარი იმუშავებს უფრო სუფთად და გამჭირველად. მინდა გაგაწბილოთ – არა, ასე არ იქნება!” – წერს გრეფი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
წყარო: კომერსანტი