05/05/2024
Latest:
ეკონომიკა

გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ შევასრულოთ დანაპირები ამომრჩევლის წინაშე

ჩვენ სწორედაც იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ შევასრულოთ ჩვენი დანაპირები ამომრჩევლის წინაშე, ბოლომდე მივიყვანოთ ძალიან დინამიური, ამბიციური განვითარების გეგმა, რომელზეც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით და რომლის განხორციელებაც დავიწყეთ ძალიან აქტიურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში უნდა შეიქმნას უპრცედენტოდ მაღალი დინამიკა ეკონომიკური განვითარების, მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული ინსტიტუტუციების განვითარების მიმართულებით. ევროპული და ევროატლანტიკურური დღის წერიგიდან გამომდინარე, გააგრძელდეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორემბი, რომლებიც დაწყებულია. ამისთვის გვინდა ჩვენ საკონსტიტუციო ურმავლესობა. ეს არის უპირველს ყოვლისა უდიდესი პასუხისმგებლობა თითეული ამომრჩევლის წინაშე” – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს წარსულში პრცედენტი, როდესაც კონსტიტუცია იყო მორგებული ერთ კაცზე, ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.