17/05/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისის ყველა ავტობუსი უფასო Wifi სისტემით აღიჭურვება

თბილისის ყველა ავტობუსი, შესაძლოა, უფასო Wifi სისტემით აღიჭურვოს. მიკროავტობუსების შემდეგ დედაქალაქის მერიამ უფასო ინტერნეტი სატესტოდ რამდენიმე ავტობუსში დაამონტაჟა.

როგორც „ბიზნესკონტრქტთან“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ნუგზარ ჭეიშვილი აცხადებს, ამჟამად ინტერნეტი აეროპორტისკენ მიმავალ 3 ავტობუსშია დამონტაჟებული.

თუ სატესტოდ დაყენებული Wifi მგზავრების მხრიდან მოთხოვნადი იქნება, სამომავლოდ ინტერნეტი ყველა ავტობუსში დამონტაჟდება. კონკურსი ტრანსპორტში ინტერნეტის სისტემების დამონტაჟებაზე 2 თვეში გამოცხადდება.