“გირჩის” წევრები 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, საკუთარ ოფისში, პირდაპირ ეთერში მარიხუანას საჯაროდ დათესავენ
“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და მთავრობა ახალ წლამდე არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას არ განახორციელებს, “გირჩის” წევრები 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, საკუთარ ოფისში, პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავენ. ჯაფარიძემ ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:
“ჩვენ გვესმის, რომ დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რომელიც 6-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური აქტი და პოლიტიკური ბრძოლის კონკრეტული გზა.
ყველასთვის, ვინც თვალყურს ადევნებს „გირჩის“ საქმიანობას, ცნობილია, ჩვენი მთავარი სლოგანი არის „მეტი თავისუფლება“. „გირჩის“ შექმნის აზრი თავიდანვე იყო თავისუფლებისთვის ბრძოლა. თავისუფლებისთვის ბრძოლა იწყება იმით, იყო შენი სხეულის ბატონ-პატრონი და განკარგო ის, როგორც გსურს. ამ უფლების გარეშე არ არსებობს სხვა უფლება.
გირჩი” იბრძვის ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის. გვინდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა, წავაწყრით უმრავლესობის ჯიუტ ნებას. ამ კანონმდებლობამ გაუმწარა ცხოვრება მოქალაქეებს. “გირჩი” ითხოვს, ახალ წლამდე მოხდეს მარიხუანას და მისი შემცველი პროდუქტების მოხმარების ლეგალიზაცია, ასევე საკუთარი მოხმარების მიზნით მარიხუანას კულტივირების და შენახვის ლეგალიზაცია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.