ეკონომიკა

იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 53 ქვეყანაში 45 628 091 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 40%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს

2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისში დაფიქსირდა და თვეების მიხედვით, ექსპორტირებულმა ღვინომ ნოემბერში მაქსიმუმს მიაღწია: იანვარი – 1 521 802 ბოთლი, თებერვალი – 3 009 754, მარტი – 2 877 640, აპრილი – 3 862 589, მაისი -3 220 323, ივნისი – 4 327 983, ივლისი -3 766 752, აგვისტო – 3 793 843, სექტემბერი -4 049 034, ოქტომბერი – 5 264 684 და ნოემბერი – 6 665 311 ბოთლი.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

ჩინეთში ზრდამ შეადგინა- 128% (4 886 145 ბოთლი), უკრაინაში – 73% (5 179 454), ბელარუსში – 62% (1 060 806), რუსეთში – 48% (24 914 877), პოლონეთში – 47% (2 123 500), ესტონეთში – 37% (588 450), კანადაში 30% (198 456), აშშ-ში – 27% (294 382), დიდ ბრიტანეთში -25% (87 428), ლატვიაში 15% (1 139 706), იაპონიაში – 14% (144 126), ყირგიზეთში – 9% (202 666), გერმანიაში – 4% (270 176),და სხვა.

სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (24 914 877), უკრაინა (5 179 454), ჩინეთი (4 886 145ბოთლი), , ყაზახეთი (3 227 639) და პოლონეთი (2 123 500).

ამასთან, განვლილ 11 თვეში, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 952 795 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 37%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 20,14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 11 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 133,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 31% შეადგინა.