მსოფლიო

რა საერთო აქვთ მსოფლიოს 4 უდიდეს კომპანიას

ამ კითხვაზე პასუხი ადვილია ისინი ყველა ტექნოლოგიური ფირმებია.

წელს Apple-მა ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ტიტული Google-ის მშობლიურ კომპანიას Alphabet-ს დაუთმო. Microsoft-მა მესამე ადგილის შენარჩუნება შეძლო. მეოთხე ადგილი კი Facebook-მა ExxonMobil-ის წაართვა. სწორედ ეს 4 გიგანტი არის მსოფლიოს უდიდესი კომპანიები.

Alphabet-ის ღირებულება 568 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, Apple-ის კი 535-ით. ამ ზრდით Google-მა მსოფლიოს უდიდესი კომპანიის ტიტულიც დაისაკუთრა. წინა წელმა Apple-ისთვის არც ისე სასიამოვნოდ ჩაიარა. კომაპნიამ დაკარგა პირველი ადგილი, რომელსაც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა, ასევე შემცირდა მოგების დონეც. ეს კი 13 წლის მანძილზე არ მომხდარა.

Google-ის წარმატებაზე დიდი ზემოქმედება მოახდინა YouTube-მა.

კომაპნიამ 6 თვის წინ მომხდარი რესტრუტურიზაციის შედეგად Alphabet-ი დაირქვა. პროდუქტში და მომსახურების სფეროში შესამჩნევი ცვლილებები არ მომხდარა, მიუხედავარ ამის ფირმის ღირებულება თითქმის გაორმაგდა.

კომპანიისთვის ყველაზე მომგებიან ასპექტად მაინც Google რჩება, რომელმაც წინა წელს 13 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა ფირმას.

Guardian-ის კვლევის მიხედვით ყოველთვიურად ამ საძიებო სიტემას თითქმის მილიარდჯერ იყენებენ

Alphabet, Apple, Microsoft და Facebook კარგი მაგალითია იმისა თუ რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიები თანამედროვე მსოფლიოზე და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დადგომაზე. ამ რევოლუციის დაწყების შემდეგ კი ფიზიკურ, ციფრულ დ ბიოლოგიურ სამყაროებს შორის კავშირი ნელ-ნელა ქრება.