01/05/2024
Latest:
სხვა

“ისრაელი არ აკეთებს საკმარისს დახმარების მუშაკების დასაცავად” – ჯო ბაიდენი

ისრაელი საკმარისს არ აკეთებს ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დასაცავად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ის ასევე ითხოვს, ისრაელმა სწრაფი გამოძიება ჩაატაროს თავდასხმის შესახებ, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.

”ეს კონფლიქტი ერთ-ერთი ყველაზე უარესია, ბოლო პერიოდის მეხსიერებაში, დაღუპული ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების რაოდენობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ის აღშფოთებული დაგულგატეხილია.

“აღშფოთებული და გულგატეხილი ვარ. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილება ასე რთულია – იმიტომ, რომ ისრაელი არ აკეთებს საკმარისს დახმარების მუშაკების დასაცავად, რომლებიც ცდილობენ უკიდურესად საჭირო დახმარების მიწოდებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ისრაელი ასევე არ აკეთებს საკმარისს იმისათვის, რომ დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა“, – განაცხადა ბაიდენმა.

გაერო-ს მაღალჩინოსანმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის საკითხზე ჯეიმი მაკგოლდრიკმა გუშინ განაცხადა, რომ ღაზაში ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ 200-ზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების მუშაკი დაიღუპა.

კომენტარის დატოვება