01/05/2024
Latest:
სხვა

შეზღუდული შესაძლებლობის თემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არის დაუშვებელი – რატი იონათამიშვილი

შეზღუდული შესაძლებლობის თემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არის დაუშვებელი  – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი  შშმ პირების განცხადებას, რომლებმაც მოუწოდეს „ქართულ ოცნებას”, არ მიიღონ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ შესახებ ინიცირებული კანონპროექტი.

„შეუძლებელია, ჩვენ გამჭვირვალობის წინააღმდეგი ვიყოთ და გამჭვირვალეობას არ ვუჭერდეთ მხარს. მით უმეტეს, თუ ვინმე ახორციელებს პოზიტიურ კონტრიბუციას ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის, შშმ პირთა გაძლიერების მიმართულებით, ამის გამჭვირვალეობის ინტერესი არ ჰქონდეს ნებისმიერ აქტორს. პირიქით, ეს ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს და საზოგადოება მადლობასაც კი ეტყვის ნებისმიერს, ვინც ამ მხრივ პოზიტიურ წვლილს აფიქსირებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარის დატოვება