ოპოზიციაში ყველას ერთი მშობელი დედა ჰყავთ, რომელიც “ნაცმოძრაობაა” – გია ვოლსკი
ოპოზიციაში ყველას ერთი მშობელი დედა ჰყავს, რომელიც „ნაცმოძრაობაა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“პოლიტიკური სუბიექტები ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალურ დონეს, განვითარებასა და პოლიტიკურ კულტურას, გამოცდილებას თუ ცოდნას ძალიან ჩამორჩნენ. ეს ადამიანები ცხვრის ქურქსაც ვერ იცვამენ, რადგან, ფაქტობრივად, არ ერგებათ. ოპოზიციაში ამ ადამიანებს, ყველას ერთი მშობელი დედა ჰყავთ, რომელიც “ნაცმოძრაობაა”. როგორ შეიძლება ამ ადამიანებმა ამომრჩევლები დაარწმუნონ, რომ ისინი იმ დანაშაულებს განერიდნენ, რაც ჩაიდინეს. “ნაცმოძრაობაც” ერიდება მის დანაშაულებს. ისინი არაფრით განსხვავებულები არ არიან არც სტრატეგიაში და არც სამომავლო ხედვებში. რასაკვირველია, ამას ამომრჩეველი არ მიიღებს. გარდა ამისა, პრიმიტიული ამოცანა დგას ქართველი ამომრჩევლის წინაშე – აქეთ არის სტაბილურობა, იქით დესტაბილიზაცია”, – განაცხადა ვოლსკიმ.