საზოგადოება

ხაშური მუნიციპალიტეტის 4 სოფელში გაზიფიცირდების პროექტირების სამუშაოები განხორციელდება

მთავრობის განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მიმდინარე წელს ხაშურის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო პროექტირების სამუშაობი განხორციელდება. დოკუმენტში, რომელიც მოსახლეობის გაზით მომარაგებისთვის საჭირო ღონისძიებებს განხორციელებას ითვალისწინებს, სოფლები: დიდი სატივე, პატარა სატივე, ახალსოფელი და აგარები შევიდა.

„ხაშურში კიდევ 4 სოფლის გაზიფიცირების საპროექტო სამუშაობის წელს განხორციელება ძალიან მისასალმებელია. ეს დააჩქარებს პროცესს, რათა სხვა სოფლებში უფრო ადრე შევიდეს ბუნებრივი გაზი“, – აცხადებს ხაშურის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბიჯნისსა და ზეკოტაში გაზიფიცირების სამუშაოები უკვე განხორციელდა, ხოლო რაც შეეხება ახლად დამატებულ სოფლებს, მთავრობის განკარგულებით ამ სოფლებში გაზიფიცირებისთვის საჭირო პროექტირების სამუშაობი განხორციელდება, რაც გაზიფიცირების განხორციელების წინმსწრებ ღონისძიებას წარმოადგენს.