ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა შემოდგომაზე იწყება
“მთის კანონის მიხედვით, უკვე სექტემბრიდან პენსიონერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს ექნებათ სპეციალური, განსაკუთრებული დანამატები, იმისათვის რომ ხელისუფლებისგან ყურადღება იგრძნონ” – ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში შუამთობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მთიანი ტურიზმი განვითარდეს, რათა ყველა ოჯახს შემოსავალი ჰქონდეს.
„ჩვენი მთავრობის მხრიდან იქნება გაკეთებული ყველაფერი, რათა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ამ მხარეს. ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა შემოდგომაზე იწყება. წყალმომარაგების სისტემა ოქტომბერში დასრულდება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.