09/05/2024
Latest:
საზოგადოება

კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 9.8 მილიონი ლარი შეადგინა

1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.3 მლრდ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით გაიზარდა და 24.0 მლრდ ლარი შეადგინა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 0.4 პროცენტით შემცირდა). საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.6 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.1 პროცენტი შეადგინა.

გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. აგვისტოს თვის წმინდა მოგებამ 9.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვეებთან შედარებით შემცირებული მონაცემია. შედარებისთვის, ივლისის თვის წმინდა მოგებამ 39.0 მლნ ლარი შეადგინა. ივნისში აღნიშნული ციფრი 57.4 მილიონს შეადგენდა. მაისში, 70.8 მილიონ ლარს, აპრლიში კი 13.4 მილიონს.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 78.8 პროცენტი  შეადგინა.