04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“კომერციული გაზის ნაწილში “გაზპრომი” კონკურენციას შექმნის”

კომერციული სექტორისათვის გაზის დამატებითი მოცულობების შემოტანა რუსეთიდან ეს არის ის სეგმენტი, რაშიც ენერგეტიკოსების ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს და მეტიც მიაჩნიათ, რომ ბაზრის დივერსიფიცირება ამ სეგმენტში, ქართული კომპანიებისათვის იქნება მომგებიანი, რადგან სპეციალისტები და თავად კომპანიებიც ამბობენ, რომ ახლა აზერბაიჯანულ გაზს მაღალ ფასად ყიდულობენ და ცხადია, მათთვის მნიშვნელოვანია, თუ არსებულზე დაბალ ფასად შეძლებენ ბუნებრივი გაზის შესყიდვას.

“ეს სეგმენტი არ ეხება მომხმარებლეს, აბონენტებს, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ გაზს და სწორედ ამ დიდი პროექტების მეშვეობით ისინი სოციალური გაზის ფასად იღებენ გაზს. არ ეხება ქართულ ენერგეტიკას, სადაც ასევე სოციალური გაზი იწვება, ე.წ “სოციალური გაზი”, რომელიც გაცილებით იაფია და მისი ღირებულება 143 დოლარს შეადგენს 1000 კუბურ მეტრზე. ეს მოცულობები მთლიანად იფარება აზერბაიჯანული გაზით. გაზგამანაწილებელი კომპანიები გაცილებით უფრო ძირად იღებენ გაზს. რაც ვფიქრობ რომ კომერციული გაზის ნაწილში შექმნის “გაზპრომი” გარკვეულ კონკურენციას თუ მისი ფასი მისაღები იქნება ქართული კომპანიებისთვის. დღეს, ის ევროპაშ გაზს ყიდის სადღაც 250 დოლარად. ვფიქრობ, რომ ესეთი ფასი კომპანიებისთვის საქართველოში მისაღები იქნება”

–  აცხადებს კომპანია “ტრანსელექსტრიკა ჯორჯიას” ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]