04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: ჩვენი დერეფნით მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ინტერესდებიან

“დღეს “აბრეშუმის გზის” დერეფანში პირველად განხორციელდა ტვირთის გადაზიდვა. მისი საწყისი წერტილი არის სამხრეთ კორეა, შემდეგ ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ჩავა მის საბოლოო დანიშნულების წერტილში, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში. 

“აღნიშნული მატარებლის ძირითადი მომხმარებლები იქნებიან დიდი კომპანიები. დღევანდელ შემთხვევაში ეს გახლავთ DHL და კომპანია “ვესტელი”,- ეს კომენტარი “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ “აბრეშუმის რკინიგზის” ოფიციალურად გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ეს გახლავთ მართლაც უმნიშვნელოვანესი, ისტორიული მოვლენა. ორი წელი ჩვენს კოლეგებთან ერთად ვმუშაობდით ამ საკითხზე. მისი განხორციელება დაკავშირებული იყო უამრავი ტექნოლოგიური თუ ლოგისტიკური პროექტის დასრულებასთან და ჩვენ ეს ყველაფერი წარმატებით დავასრულეთ.

რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს და უპირატესობებს, ჩვენი მარშრუტი დაახლოებით ოთხჯერ უფრო ეფექტურია ტრადიციული ზღვის მარშრუტთან შედარებით. ის მნიშვნელოვნად აზღვევს მფლობელებისთვის უსაფრთხოების რისკებს. აღნიშნული მატარებლის ძირითადი მომხმარებლები იქნებიან დიდი კომპანიები. დღევანდელ შემთხვევაში ეს გახლავთ DHL და კომპანია “ვესტელი”. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი დერეფნით დაინტერესებული არიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები”,- განაცხადა ბახტაძემ.