საქართველოს ეკონომიკა III კვარტალში 2,5%-ით გაიზარდა
2015 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8,239 მლრდ ლარი შეადგინა. ”საქსტატის” მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთანმ შედარებით, მშპ-ის რეალური ზრდა 2,5%-ის დონეზეა, დეფლატორი გაიზარდა 6,3 პროცენტით.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,4%) და ვაჭრობა (17,3%). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4%), მშენებლობა (8,9%), სახელმწიფო მმართველობა (7,6%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6%).
ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (24,1%), მშენებლობა (15,4 %), საფინანსო საქმიანობა (9,3%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,1%), კავშირგაბმულობა (5,7%), სასტუმროები და რესტორნები (4,4%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (4,3%).
კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (-6,7%) და ტრანსპორტში (-1%). 2015 წლის III კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობით.