01/05/2024
Latest:
მსოფლიო

MasterCard სელფის მეშვეობით გადახდების სისტემას მომავალ წელს მთელს მსოფლიოში დანერგავს

MasterCard-მა გადახდის ახალი სისტემა Identity Check Mobile-ი დანერგა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ონლაინ შესყიდვები პინ კოდის, უსაფრთხოების კოდისა და პაროლის შეყვანის გარეშე, – სელფის მეშვეობით განახორციელონ.

პროგრამის საცდელი ვერსია ევროპის 12 ქვეყანაში მოქმედებს. აღნიშნული სერვისი 2017 წლისათვის მთელი მსოფლიოსათვის იქნება ხელმისაწვდომი. ანალიტიკოსების აზრით, Identity Check Mobile ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ მობილურით შესრულებული გადახდების მოცულობა 2018 წლისათვის 95 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

წყარო: businesscontract