05/05/2024
Latest:
პოლიტიკა

„7 საათი უკანონოდ დაგვაკავეს” – რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა უფლებების ყოფილი ომბუდსმენი, პაველ ასტახოვი ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს.

ცნობილია, რომ ის საქართველოდან თურქეთში მიდიოდა, სადაც  დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობს.

„სომხეთში გადამღებ ჯგუფთან ერთად ფილმებისთვის “ახალი კიდობნისა” და “წარღვნისთვის” მასალების გადაღების შემდეგ, ჩვენ სომხეთ-საქართველოს საზღვარს ვკვეთდით, რომ ტრანზიტული გზით თურქეთში წავსულიყავით არარატთან, სადაც ასევე იგეგმებოდა გადაღებების გაგრძელება. მაგრამ საქართველოს საზღვართან მესაზღვრეებმა უკანონოდ და უმიზეზოდ გაგვაჩერეს, თითქმის 7 საათის განმავლობაში, დოკუმენტების ჩამორთმევითა და პირადი ნივთების ჩხრეკით. ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ხელი მოგვეწერა ქართულ და ინგლისურენოვან პროტოკოლზე. საბოლოოდ კი, ფილმის რეჟისორთან ერთად საერთოდ შეშვებაზე გვითხრეს უარი” – თქვა ასტახოვმა.

ის ქართველი მესაზღვრეების ქმედებებს „პროვოკაციასა” და „თვითნებობას” უწოდებს.

კომენტარის დატოვება