20/05/2024
Latest:
სხვა

“უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მან  2014 წელს მაიდანზე დაღუპული „ზეციური ასეულის“ ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს, ჩვენ „ზეციური ასეულის“ გმირების – მამაცი ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც 2014 წელს უკრაინის თავისუფლებისთვის მაიდანზე სიცოცხლე გაწირეს, პატივს მივაგებთ. 10 წლის შემდეგ, მათმა ხედვამ და იდეალებმა გაიმარჯვა. უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენს კავშირში თავის ადგილს დაიკავებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

კომენტარის დატოვება