მსოფლიოს ქვეყნების სამხედრო ხარჯები
2014 წელთან შედარებით 2015 წელს სამხედრო ხარჯები მსოფლიოში 1%-ით გაიზარდა და 1,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების ინსტიტუტის (SIPRI) კვლევაზე დაყრდნობიოთ აქვეყნებს.
სამხედრო მიზნებისათვის ყველაზე ბევრი ფული 596 მლრდ დოლარი აშშ-მა დახარჯა და ეს იმის მიუხედავად, რომ ქვეყანამ 2014 წელთანბ შედარებით ხარჯები 2,5%-ით შეამცირა. მეორე ადგილზე 215 მლრდ დოლარით ჩინეთია, 2014 წელტან შედარებით ჩინელებმა სახმედრო ხარჯები 7,4%-ით გაზარდეს.
7,5%-ით გაზარდა ხარჯები რუსეთმაც. 2015 წელს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტმა 66,4 მლრდ დოლარს მიაღწია.
ხარჯების გაზრდა გეგმავენ ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია. როგორ ექსპერტები განმარტავენ, ეს რუსეთის მხრიდან გაზრდილ საფრთხეებს და “ისლამური სახელმწიფოს” გააქტიურებას უკავშირდება.
წყარო: Bpi.ge