17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ქუმსიშვილი ტურიზმის სექტორს მოუწოდებს ფასების დაწესებისას სიფრთხილე გამოიჩინს

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს ფასების დაწესებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ვიცე-პრემიერი კერძო სექტორს რეგიონში არსებულ მძაფრ კონკურენციას ახსენებს.

“მე მინდა ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, რომ ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში, რადგან მეზობლად გვყავს არაერთი კონკურენტი ქვეყანა. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ფასისა და სერვისის შესაბამისობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ტურისტები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე არაერთ ავიაკომპანიასთან, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი შემოვიყვანოთ და რაც შეიძლება იაფი ღირდეს ბილეთი”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ქუმსიშვილი წელს ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას ელის. შეგახსენებთ, 2015 წელს ქვეყანამ 1,9 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ამ სექტორიდან. წლიური ზრდა 148 მილიონი იყო.

წყარო: GBC