18/05/2024
Latest:
მსოფლიო

როგორ გაძარცვეს ბანკები ჰაკერებმა

ტექნიკური განვითარება უფრო და უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობს. ინტერნეტი ყოველი ადამიანისთვის განუყრელ თანამგზავრად იქცა. მისი მომხმარებლების მცირე ნაწილი ამით საკუთარ კრიმინალურ გენიასაც კი უხსნის გზას. კაცობრიობისთვის კიბერდანაშაული დიდ თავსატეხად იქცა, ხოლო ყოველწლიურად მისგან მიყენებული ზიანი მრავალ მილიარდიან დანაკარგს იწვევს. წარმოგიდგენთ 5 განსაკუთრებულად ძვირადღირებულ ჰაკერულ შეტევას:

1. სპამ წერილები კიბერდანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ბრაზილიელი ჰაკერი ვალდირ პაულო დელ ალმეიდა შეიძლება ამ მხრივ ყველაზე დიდ დამნაშავედ ჩაითვალოს. იგი დღიურად 3 მილიონამდე დავირუსებულ წერილს აგზავნიდა. მის სამიზნეში ბრაზილიური ბანკების კლიენტებიც იყვნენ. საბოლოოდ 2 წლიანი საქმიანობის შემდეგ იგი გამოიჭირეს და 100 მილიონი ბრაზილიური რეალის (დაახლოებით 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი) მიტაცებაში დასდეს ბრალი.

2. სამართალდამცველებისთვის ბედნიერი შემთხვევა მოხდა 2008 წელს. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ბრიტანეთის კრიმილალური სააგენტოს სამიზნეში მოხვდა „ბნელი მარკეტი“ (dark market). ეს იყო ფორუმი, სადაც 2500 მეტი ჰაკერი იკრიბებოდა და ერთმანეთში სხვადასხვა ინფორმაციას ყიდდნენ, მათ შორის მოპარულ საბანკო მონაცემებს. გამოძიებამ მთელი ფორუმი მის მიერ კონტროლირებად სერვერებზე გადაიტანა. ამგვარად მათ ოთხი ქვეყნიდან დაახლოებით 60 ჰაკერის გამოჭერა შეძლეს, მათ შორის იყო ფორუმის თურქი მფლობელი. როგორც შემდეგ დადგინდა, ამ საიტის დახურვით დაახ ლოებით 20,7 მლნ. ფუნტი გადაურჩა მოპარვას.

3. ეს შემთხვევა ამერიკაში მოხდა, ყველაფერი ბედნიერად ჩაივლიდა რომ არა უსიამოვნო ფინალი. ჰაკერის, ალბერტ გონსალესის კრიმინალურმა აქტიურობამ პიკს მიაღწია, მან შეძლო და ბანკის კლიენტების 130 მილიონი ანგარიში მოიპოვა, მათ შორის იყო მოქალაქეთა სადებეტო და საკრედიტო ბარათები. ამგვარად დაახლოებით 8 მლნ.-მდე ფუნტის მოპარვა მოასწრო სანამ დაიჭერდნენ და 15 წლით ციხეში გაუშვებდნენ.

4. ერთხელ შოტლანდიის სამეფო ბანკმა აღმოაჩინა, რომ მათგან დაახლოებით 1.5 მილიონი მომხმარებლის ანგარიშის მონაცემები და 1.1 მილიონი სოციალური დაზღვევის ნომერი იყო მოპარული. დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით ისინი კვლავ ელოდნენ თავდასხმას, თუმცა ყოველივე ისე არ მოხდა როგორც მათ ეგონათ. 8 ნოემბერს მსოფლიოს 49 ქალაქში ერთდროულად, 130 ბანკომატი დააცარიელეს. ნახევარი საათის განმავლობაში ბოროტმოქმედებმა 5,6 მლნ. ფუნტის განაღდება შეძლეს, მოპარული ინფორმაციის გამოყენებით. სავარაუდო ეჭვმიტანილი კი რუსული მაფია იყო, თუმცა ვერავინ დაიჭირეს.

5. ჰაკერმა სახელად იური რაკუშჩინეტი, შეძლო და „სითი ბანკის“ ქსელში შეაღწია. რამოდენიმე კვირის მანძილზე იგი იწერდა მომხმარებელთა ბარათის მონაცემებს. კრიმინალურმა ჯგუფმა კი ამ ინფორმაციისა და ცარიელი ბარათების გამოყენებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლეს თანხის განაღდება. მთლიანობაში მათ 1,25 მილიონი ფუნტი მოიპარეს. ცოტა ხანში იურის სხვა დანაშაულზეც წაუყენეს ბრალი, მან ყალბი საკრედიტო ბარათებით 3 მილიონი ფუნტის მოპარვა შეძლო 48 საათში.

ვაჩე ხრიკული