27/04/2024
Latest:
საზოგადოება

მთავრობა მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს საცხოვრებელ სახლს უყიდის

მთავრობა მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს საცხოვრებელ სახლს უყიდის, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეთავაზება იყო, რომ ხუთშვილიან ოჯახს, რომელიც ქირით ცხოვრობს, სახელმწიფო მისცემდა ბინას ზუგდიდის ცენტრში მშენებარე კორპუსში, ზუგდიდის ცენტრში, თუმცა ოთხოზორიას ოჯახმა განაცხადა, რომ ურჩევნია კერძო სახლის შეძენა ზუგდიდში.

“ჩვენ გქვონდა შეხვედრა გიგა ოთხოზორიას ოჯახთან. შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი. მათ აირჩიეს, რომ კერძო სახლს აიღებდნენ, ჩავსვით პროგრამაში. საკითხი მთავრობაზე გავიტანეთ, რადგან თანხა, რაც სახლის შეძენას სჭირდება, დადგენილ ფარგლებს ცდება. საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ოთხოზორიების ოჯახს ექნება მათ მიერვე არჩეული სახლი, ზუგდიდის ცენტრში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.