საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს საქართველოში 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჩოხატაური, კურორტი ბახმარო იყო. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 16:02 საათზე დაფიქსირდა.