მსოფლიო

“ფინანსურ ბაზრებზე სერიოზულ პრობლემებს ვხედავ”

მსოფლიოს ისევ ეკონომიკური კრიზისი ემუქრება. მილიარდელ ჯორჯ სოროსს, დღესათვის ბაზარზე განვითარებული მოვლენები 2008 წლის ფინანსური კრიზისის დაწყების დასაწყისს აგონებს.

აღნიშნული მოსაზრება ჯორჯ სოროსმა შრი-ლანკაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გააჟღერა. მისი ინფორმაციით, ჩინეთმა ისევ ვერ მოაგნო ზრდის ახალ მოდელს და მისი ვალუტის დევალვაცია აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში ასახვას პოვებს მსოფლიოს ეკონომიკაზეც.

„ჩინეთს ყველაზე მეტი პრობლემები რეგულირების კუთხით აქვს. მე ვიტყოდი, რომ ეს კრიზისის ერთ-ერთი ნაწილია. როდესაც მე ფინანსურ ბაზრებს ვაკვირდები, მე სერიოზულ პრობლემებს ვხედავ, რომელიც მე 2008 წლის კრიზისის დასაწყისს მაგონებს“

– აღნიშნა მილიარდელმა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე სოროსი 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისს პირველად არ იხსენებს. ჯერ კიდევ 2011 წელს მან საჯაროდ განაცხადა, რომ ევროპის სავალო კრიზისი, რომელიც საბერძნეთიდან დაიწყო იქნებოდა უფრო მწვავე, ვიდრე 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

bpi.ge