02/05/2024
Latest:
მსოფლიო

ნავთობზე დაბალი ფასი გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნდება

ნავთობის ფასის მცირედი მატების მიუხედავად ანალიტიკოსები გრძელვადიან პერიოდში დაბალი საშუალო ფასის შენარჩუნებას ვარაუდობენ. Goldman Sachs-ის განცხადებით, ფასების ვარდნის რისკი საკმაოდ მაღალია, რადგანაც მარაგის სიჭარბე ისევ გრძელდება.

ყველაზე დიდი სიჭარბე ამერიკულ მარაგებშია. აშშ-ს ნედლი ნავთობის მარაგი გასულ კვირაში 252 000 ბარელით გაიზარდა და 487.3 მილიონ ბარელს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ ნავთობის ბაზარზე მოთხოვნა ბევრად ჩამორჩება წარმოების მაჩვენებელს. ანალიტიკოსები იმასაც ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ნავთობის საშუალო ფასი კიდევ უფრო დაბალი იქნება. Fitch-ის რეიტინგის თანახმად, მომავალ წელს ბრენტის ნედლი ნავთობის საშუალო ფასი 54 აშშ დოლარი იქნება, 2017 წელს 53 აშშ დოლარი, ხოლო მეტნაკლებ მატებას 60 აშშ დოლარამდე 2018 წლისთვის ვარაუდობენ.