05/05/2024
Latest:
მსოფლიო

Nokia დიდი შენაძენის გასაკეთებლად ემზადება

ყველასთვის კარგად ცნობილმა კომპანია და ბრენდი Nokia, დიდი შენაძენის გასაკეთებლად ემზადება. როგორც დაანონსა, კომპანია აპირებს შეიძინოს ფრანგული ციფრული კომპანია Withings-ი 170 მილიონ ევროდ (191 მილიონი დოლარი) და გახადოს ის Nokia-ს ტექნოლოგიური ბიზნესის ნაწილი.

პროცესი ჯერჯერობით გარიგების დონეზეა, თუმცა თანხის გარკვეული ნაწილიც უკვე წლის დასაწყისში გადაიხადა ბრენდმა. Nokia ოპტიმისტურად უყურებს ამ იმედოვნებს, რომ თავის კუთვნილ ადგილს დაიჭერს Internet of Things-ის სფეროში.

Nokia Technologies-ის პრეზიდენტმა Ramzi Haidamus-მა განაცხადა:

“Withings-ი იზიარებს ჩვენს სამომავლო გეგმებს, მათი პროდუქტი ნამდვილად ჭკვიანური და საქებარია, არაჩვეულებრივი დიზაინითა და ასევე, უნდა აღინიშნოს რომ ისინი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. მათი თანამშრომლების ინოვაციურობა, პროდუქტის ხარისხიანობა და ჩვენი მსოფლიო დონის გამოცდილება საუკეთესო შედეგს გამოიღებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ , რომ ნოკია ამ სფეროში ძალიან წარმატებული გახდება.”

რაც შეეხება, ორი სიტყვით, Withings-ის პროდუქტს, მათ მიერ არის შექმნილი “ჭკვიანი თერმომეტრი”, “ფიტნეს საათი”, “Go activity tracker”-ი და ა.შ

საინტერესო იქნება, ამ ორი კომპანიის შერწყმის შედეგად მიღებული პროდუქტები და ახალი ინოვაციები.

წყარო: wom.ge