04/05/2024
Latest:
მსოფლიო

ვენესუელა “სიღარიბის ინდექსით” მსოფლიოში პირველ ადგილზე მოხვდა

ყველაზე “უბედური“ (misery index) ქვეყნების რეიტინგში Bloomberg-ის მიხედვით, ინფლაციისა და უმუშევრობის მონაცემების საფუძველზე, სინგაპური 2014 წლის დეკემბრიდან პირველად ყველაზე ბოლო ადგილზე ჩამოვიდა და მსოფლიოში ყველაზე “ბედნიერი“ ქვეყნის სახელი დაიმსახურა.

სინგაპურში წლიურმა ინფლაციამ 1,4% შეადგინა, ხოლო უმუშევრობის დონე 1.9% -მდე დაეცა. ამჟამად ყველაზე “უბედურ“ ქვეყნად ვენესუელა დასახელდა, რომელიც ინფლაციის რეკორდული ტემპებით იტანჯება. 2016 წლის თებერვალში რუსეთმა ყველაზე “უბედური“ ქვეყნების რეიტინგში მე-7-დან მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. ამავე პერიოდში Bloomberg-ის ვერსიით, უკრაინა ყველაზე “უბედური“ ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში მე-5 ადგილზე მოხვდა.
წყარო: Businesscontact.ge