17/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ონლაინსესხების წინააღმდეგი ვარ, მაქსიმალური შეზუდვაა საჭირო”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი ონლაინსესხების მაქსიმალურად შეზღუდვის მომხრეა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, თუ აღნიშნულ საკითხზე  პარლამენტში მსჯელობა შედგა, ამ პოზიციას დააფიქსირებს.

“ონლაინსესხების წინააღმდეგი ვარ, ძალიან დიდ სირთულეებს ქმნის. მაქსიმალურად შეზღუდვა რომ არის საჭირო, ფაქტია. დეტალურად არ ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს, ალბათ, საკანონმდებლო რეგულაციებიც საჭიროა. თუ ამაზე პარლამენტში მსჯელობა შედგება, ამ პოზიციით მსჯელობაში ჩავერთვები”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ცნობისათვის, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებისათვის რეგულაციების დაწესების მოთხოვნით, კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ონლაინსესხების საქმიანობა, შესაძლოა, სოციალური აფეთქების წინაპირობა გახდეს.

წყარო: ibusiness.ge