OPEC-ის გადაწყვეტილებამ ნავთობი 9%-ით გააძვირა
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) გადაწყვეტილების შემდეგ, რომ შეამცირონ ნავთობის მოპოვება, ნავთობი გაძვირდა.
ლონდონის ბირჟა ICE-ზე, Brent-ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი 9%-ით, ბარელზე $50,47-მდე გაიზარდა. ამერიკული WTI-იც გაძვირდა – 8,3%-ით, ბარელზე თითქმის $49-მდე. ასევე გაიზარდა ნავთობმომპოვებელი კომპანიების აქციების ფასი, კერძოდ ბრიტანული BP-ის, ფრანგული Total-ის და სხვების.
OPEC -ის წევრები გუშინ ვენაში შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვებას დღე-ღამეში 1.2 მლნ ბარელით შეამცირებენ. ახლა ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დღიურად 33.6 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ და გადაწყვეტილების შედეგად მოპოვება 4.5%-ით შემცირდება. მსოფლიოში კი ნავთობის მოპოვება 1%-ით შემცირდება.
გარიგებას ასევე შეუერთდა რუსეთი, რომელმაც განაცხადა, რომ მოპოვებას დღე-ღამეში 300 ათასი ბარელით შემცირებს. ნოემბერში ქვეყანა დღე-ღამეში რუსეთი 11.25 მლნ ბარელს მოიპოვებდა.
ამერიკულ ბანკში, Goldman Sachs-ში მიაჩნიათ, რომ მოპოვების შემცირებას მხოლოდ ხანმოკლე გავლენა ექნება ნავთობის ბაზარზე. მალე ამის კომპენსირება აშშ-ში და სხვა ქვეყნებში ნავთობის მოპოვებით მოხდება.
ამერიკული ბანკის პროგნოზთ, იმ შემთხვევაშიც თუ OPEC -ის წევრები შეთანხმებას შეასრულებენ, 2017 წლის პირველ ნახევარში Brent-ის ფასი $62,5-მდე გაიზრდება, ხოლო WTI-ის – $61-მდე.
წყარო: აგორა