საზოგადოება

ზვიად ძიძიგური – ეს აჟიოტაჟი ძალიან მალე ჩაცხრება და ლარი დასტაბილურდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განმარტებით, ლართან დაკავშირებით აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება. როგორც ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ლარის კურსთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი არ არსებობს.

“ეს აჟიოტაჟი ძალიან მალე ჩაცხრება და დასტაბილურდება ლარი. მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ღონისძიებებით წარსდგა პარლამენტის წინაშე და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რომ ლარის დასტაბილურებას შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, განგაშის საფუძველი არ გვაქვს და არც გვექნება მომავალში. შარშანაც იყო ასეთი აჟიოტაჟი და ვინც ლარი დოლარზე გადაახურდავა, დაზარალდა. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ამ აჟიოტაჟს არ აყვნენ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი