27/04/2024
Latest:
საზოგადოება

ფოთში, სასწრაფოს მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა – არიან დაშავებულები

ფოთში, მალთაყვა-ფოთის გადასახვევთან, ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებულია სასწრაფოს ექიმი, მძღოლი და პაციენტი. კონკრეტულად, რა დაზიანებები მიიღეს მათ ჯერჯერობით უცნობია.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარის დატოვება