თვითმფრინავით ლონდონიდან ნიუ-იორკში ჩასვლას შესაძლოა 20 წუთი დასჭირდეს
მომავალში შესაძლოა, თვითმფრინავით მსოფლიოს ერთი ბოლოდან მეორეში უფრო სწრაფად ჩახვიდეთ, ვიდრე ერთი ფინჯანი ყავის დალევას უნდებით.
ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ინფორმაციით, კანადელი დიზაინერის შარლ ბომბარდიეს მიერ შექმნილი თვითმფრინავის კონცეპტი The Antipode ლონდონიდან ნიუ-იორკში გადაფრენის დროს 20 წუთამდე შეამცირებს.
„ანტიპოდის“ სიჩქარე 16 მილი საათში (დაახლოებით 25800 კმ/სთ) იქნება, ანუ ბგერის სიჩქარეზე (1225 კმ/სთ) 21-ჯერ მეტი.
შედარებისთვის, საშუალო კომერციული თვითმფრინავის, მაგალითად, Boeing 717-ის სიჩქარე ახლა მხოლოდ 500 მილი საათშია.
ბომბარდიეს თქმით, „ანტიპოდი“ ახლა კონცეპტის სტადიაზეა, მაგრამ მას კვლევების გაგრძელებისთვის მეტი დაფინანსების მოპოვების იმედი აქვს.
”მსურს მივიღო დამატებითი დახმარება, რათა ეს საქმე წინ წავწიო. ვიცი, რომ ასეთ თვითმფრინავს საბოლოო ჯამში არავინ არ შექმნის, მაგრამ ამ კვლევებმა შესაძლოა ახალი ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყოს ხელი. თუკი ეს მოხდება, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები”, – განუცხადა შარლ ბომბარდიემ „ბიბისის“.
წყარო: Bpn.ge