სხვა

ქალაქ მარნეულში 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ მარნეულში 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მასშტაბური პროექტი ხორციელდება, -ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
წყების ცნობით  პროექტის  ფარგლებშიც 22 000 ბენეფიციარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემით შეძლებს სარგებლობას.


დღეის მდგომარეობით ხუდია ბორჩალოელის ქუჩაზე გზის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია, ამჟამად გასანოვის ქუჩაზე ზედა ფენის მოწყობის, ხოლო ქიქოძისა და ჟორდანიას ქუჩაზე ასფალტის საფარის აღდგენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.


სულ ჯამში 10 კილომეტრამდე გზის საფარის აღდგენა მოხდება, რომლის ჯამური ღირებულებაც 5 000 000 ლარზე მეტს შეადგენს. 

კომენტარის დატოვება